20 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვით განახლდა

გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვით განახლდა. საქმის პროკურორმა სიტყვაში საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაჯამა. მომდევნო პროცესზე საბოლოო სიტყვას უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს.

გიორგი გიორგანაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზნით ფლობისთვის დააკავეს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ამჯერად ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

 

დღის ამბები