ირანის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების შესაძლო გასვლას ევროკავშირი გამოეხმაურა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარემ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს. განცხადება მოსკოვშიც გაკეთდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ირანთან გაფორმებული ხელშეკრულება შენარჩუნდება. ბრიუსელსა და მოსკოვში ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი დოკუმენტზე ხელმოწერის გაუქმებას აპირებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ბედს კონგრესი გადაწყვეტს.