გაზეთ "ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს. ელისო კილაძე მიზეზად შვილის სისხლის სამართლის საქმის უპრეცენდენტო განჩინებას ასახელებს. დოკუმენტში საქალაქო სასამართლო ამბობს, რომ დავით ხარშილაძის მიმართ საგამოძიებო უწყებას შესაძლოა, პირადი დაინტერესება ჰქონოდა.
განჩინებაში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან კანონდარღვევებზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.
განჩინებით დასტურდება, რომ დავით ხარშილაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
ელისო კილაძე შს მინისტრისა და მისი შვილის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების წინააღდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტის ბრალდებებზე არ უპასუხიათ.