26 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - დაჭრილია ორი ადამიანი

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში. ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკების გამო, სამშენებლო კომპანია რეალ პალასის 2 მოწილე ფეხის არეში დაჭრეს.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. თუმცა, ინციდენტში მონაწილეები თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან. დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულების მოთხოვნით, სამედიცინო პერსონალი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. პირად საუბარში კი აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ, მეორეს კი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცავების მიერ ცხელ კვალზე უკვე აყვანილია ინციდენტში მონაწილე პირი, რომელიც ბათუმელი რამაზ ხიმშიაშვილია. ხიმშიაშვილი ბათუმის 11-12 მარტის ცნობილი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია. სწორედ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებას მოყვა საპროტესტო აქციები ბათუმში.

დღის ამბები