23 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
დაკავებული გიორგი ზღუდაძის დედა, პოლიციელებს მისი შვილის უმოწყალოდ ცემაში ადანაშაულებს

ხაშურის პოლიციაში პატიმარს უმოწყალოდ სცემეს - ინფორმაციას დაკავებული გიორგი ზღუდაძის დედა ავრცელებს. ინგა შონია ყვება, რომ მის შვილს დაჭერით სისტემატიურად ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც ის სააპელაციო სასამართლომ 4 თვეში გაათავისუფლა, მისჯილი 7 წლის ნაცვლად. ინგა შონია ამტკიცებს, რომ მისი შვილი კვლავ ცრუ ბრალდებით დააკავეს და იარაღი ჩაუდეს.

მომხდარზე გაავრცელა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ადასტურებენ, რომ დაკავებულს სახეზე დაზიანებები აქვს , თუმცა დაკავებისას მან თავად მიაყენა პოლიციელს თავის არეში დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ყაჩაღობის ფაქტზე დაიჭირეს და მისი სახლიდან იარაღიცაა ამოღებული.

დღის ამბები