19 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
თავდასხმა ლას ვეგასში - CNN-ის ცნობით, სტივენ პედოკი თავდასხმის სქემას ხაზავდა

სტივენ პედოკი, რომელმაც ლას ვეგასში 60-მდე ადამიანი მოკლა, სასტუმროს ნომერში ჩანაწერებს აკეთებდა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 64 წლის მამაკაცი თავდასხმის სქემას ხაზავდა, რომელშიც 32-ე სართულზე მდებარე ოთახის ფანჯრიდან ფესტივალის სტუმრებამდე დისტანციასა და ტრაექტორიას თვლიდა. ჩანაწერები სამართალდამცველებმა ნომრის ჩხრეკისას, კარადის უჯრაში აღმოაჩინეს.

გამოძიებას თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუდგენია. ვარაუდობენ, რომ პედოკს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რომლის შესახებაც მისმა ნათესავებმაც არ იცოდნენ.

დღის ამბები