20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
17 წლის გოგოს ინფორმაციით მას თანასკოლელები სამი წლის განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდნენ

17 წლის გოგონა თანასკოლელებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანის ინფორმაციით მასზე სამი წელია სისტემატიურად ძალადობენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოძალადეები მოკვლით ემუქრებოდნენ, ამის შესახებ მას არავისთვის არაფერი უთქვამს. სექსუალური ხასიათის ძალადობა გოგოს მონათხრობის მიხედვით ხშირად სკოლის სარდაფში ხდებოდა. მომხდარის შესახებ გოგონას მშობლებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც შვილის კუთვნილ ტელეფონში შემთხვევით მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება წაიკითხეს.  

გოგოს მამა ყვება, რომ მის შვილზე პირველად სკოლის მასწავლებლის შვილმა და მისმა ბიძაშვილმა იძალადეს. ოჯახი ეჭვობს, რომ მოძალადეს მფარველობენ, რადგან ის სკოლის დირექტორის ნათესავია, რომელიც ამავე დროს სოფლის საკრებულოს წევრია, მისი შვილი კი სოფლის გამგებელი. სოფელში მმართველი პარტიის კვოტით საკრებულოს წევრობისთვის განმეორებით კენჭს სწორედ სკოლის დირექტორი იყრის. პარალელურად ოპოზიციური პარტიის, "ევროპული საქართველოს" სიით არჩევნებში მონაწილეობს მსხვერპლის მამაც.

ოჯახმა მომხდარის შესახებ გარდა გამოძიებისა მიწერა სოფლის გამგებელს და რესურს-ცენტრის წარმომადგენლებს, თუმცა მათი თქმით, სკოლაში ფაქტების გადასამოწმებლად არავინ მისულა.

დირექტორი მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოჯახს პოლიტიკური ინტერესები აქვს.

დღის ამბები