20 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
ავარია მანავში - გარდაცვლილია ერთი პირი

მანავში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები