24 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
„მამიკოს გოგო“ - ბრიტანელი რეჟისორის ფილმს საქართველოში იღებენ

ბრიტანელი რეჟისორის, ჯულიან რიჩარდსის ფილმს „მამიკოს გოგოს“ საქართველოში იღებენ. ფილმის გადაღება კოჯორში, მცხეთასთან, თბილისის ძველ უბნებში ერთი თვეა მიმდინარეობს.

მსახიობები საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

ჰოლივუდიდან ჩამოსული კოსტა მანდილორი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი 40 წლის მექანიკოსია, რომელსაც დატყვევებული ჰყავს საკუთარი შვილობილი. 20 წლის გოგონა, დედის თვითმკვლელობის შემდეგ, მამინაცვალს სხვა გოგონების გატაცებასა და წამებაში ეხმარება, ნელ-ნელა კი, თავის დაღწევისა და გადარჩენის გზას პოულობს.

”მამიკოს გოგოს” გადაღება პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობს. 

 

 

ავტორი: თამთა ჯიქია 

დღის ამბები