19 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
კატალონიის ლიდერი რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადებს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერა

კატალონიის ლიდერმა პარლამენტში მიმდინარე საგანგებო სესიაზე განაცხადა, რომ ის იღებს მანდატს, კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს, თუმცა გამოცხადების პროცესს რამდენიმე კვირით აჩერებს.

ამ პერიოდს კატალონიის ლიდერი საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით ესპანეთის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის გამოიყენებს.

კატალონიის პარლამენტში მიმდინარე სესიის დაწყებამდე, ესპანეთის პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა.

მარიანო რახოის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკული ეფექტი არ მოჰყვეს.

პრემიერი კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით კვლავ დაიმუქრა, რომელიც რეგიონისთვის ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები