19 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დაახლოებით ერთ თვეში, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება. განცხადება ამის შესახებ ლევან იზორიამ, ბათუმში, ავღანეთის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თავდაცვის მინისტრი დღეს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ხელმძღვანელს, 4 ვარსკვლავიან გენერალ ნიკოლსონს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებსაც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახორციელებს.  

„გვქონდა საუბარი თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა წელს, რომელიც უკავშირდება ერთობლივ წვრთნებს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, ნატოს ”მტკიცე მხარდაჭერის მისიის” მეთაურს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს, მან მადლობა გადაუხადა
საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.

„თქვენი ჯარისკაცები აჩვენებენ, რომ ნამდვილი გმირები არიან. განსაკუთრებულად ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს დახმარებას ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში. ბრძოლა ავღანეთშიც სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვუხდით საქართველოს მადლობას, სანდოობისთვის და ერთგულებისთვის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველოში ვიზიტის დროს ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის გზავნილებსაც. შეერთებული შტატები ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს ჩვენი ქვეყნების არმიებსა და ერებს შორის,” - განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა.

ბათუმში მიმდინარე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი, ორმხრივი შეხვედრების ფორმატში გრძელდება.



  

ამავე თემაზე
დღის ამბები