19 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
Gucci მომავალი წლიდან კოლექციაში ბეწვს აღარ გამოიყენებს

Gucci მომავალი წლიდან კოლექციაში ბეწვს აღარ გამოიყენებს. ეს გადაწყვეტილება იტალიური მოდის სახლმა ცხოველთა დამცველების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო. Gucci-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოდის სახლმა უკვე დაიწყო თანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც ატლერნატიული მასალით მუშაობენ.

Gucci-ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ბეწვისა და ბეწვიანი აქსესუარებისგან თავისუფალი იქნება. Gucci მხოლოდ დარჩენილ ქურქებს გაყიდის. ვაჭრობა აუქციონზე გაიმართება, შესული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

დღის ამბები