19 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს

ქალაქ რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს. ბათუმის ქუჩის 36 ნომერში სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. 

როგორც გაირკვა, 32 წლის აირა კურბანოვისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 

ადგილზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლიც გაჩხრიკეს, თუმცა უცნობია, ამოიღეს თუ არა რაიმე ნივთმტკიცება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები