20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში ხანძრის შედეგად 36-მდე ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტ ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

დამწვარია 6 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ტყის ხანძრებისგან მიყენებული ზარალი წელს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

ცეცხლმა ამ სეზონზე 3 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა. 

დღის ამბები