25 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ენ-ბი-სი ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელისა და რუსი ბიზნესმენის მჭიდრო ფინანსურ კავშირებზე საუბრობს

ენ-ბი-სი დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რუსეთთან კავშირების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ტელეკომპანია ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელისა და რუსი ბიზნესმენის მჭიდრო ფინანსურ კავშირებზე საუბრობს.

გავრცელებული ცნობით, პოლ მანაფორტთან დაკავშირებულ ფირმებს, რომლებიც კვიპროსში იყო დარეგისტრირებული, ოლეგ დერიპასკას კომპანიებისგან 60 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი ჰქონდათ მიღებული.

ენ-ბი-სი-ს ცნობით, ეს ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს რუს ოლიგარქთან ბევრად უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

პოლ მანაფორტმა პოსტი არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, დატოვა. 

დღის ამბები