24 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
კამპანიის "თავისუფლება გოგონებს" ფარგლებში ბიონსემ ახალი კლიპი წარადგინა

კამპანიის "თავისუფლება გოგონებს" ფარგლებში ბიონსემ ახალი კლიპი წარადგინა. პოპვარსკვლავმა ვიდეორგოლი გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

კლიპში ყურადღება გლობალურ სტატისტიკაზეა გამახვილებული, რომ გოგონები ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველ 5 წუთში იღუპებიან, რომ ყოველი მეოთხე გოგო არასრულწლოვანი ქორწინდება და ადამიანებით ვაჭრობის 71% ქალებზე მოდის.

ბიონსეს კლიპი ინტერნეტში უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. გლობალური კამპანიის მიზანი 2030 წლისთვის მსოფლიოს ქალებზე ძალადობისგან გათავისუფლებაა.

დღის ამბები