19 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ინფორმაციისთვის პორნოგრაფიული ჟურნალის დამფუძნებელი 10 მილიონ დოლარს იხდის

ლარი ფლინტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. პორნოგრაფიული ჟურნალის "ჰასლერის" დამფუძნებელმა "ვაშინგტონ პოსტის" მთლიან გვერდზე სარეკლამო განცხადებაც განათავსა. ლარი ფლინტი აცხადებს, რომ მისი პატრიოტული ვალია ქვეყანას დონალდ ტრამპ მოაშოროს, ვიდრე გვიანი არ არის. მსგავსი ინიციატივებით ფლინტი არაერთხელ გამოვიდა. მათ შორის ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროსაც, მაშინ მან ჯილდო იმ კონგრესმენებზე ინფორმაციისთვის დააწესა, რომლებმაც კლინტონის წინააღმდე იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს.

დღის ამბები