23 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და გაუქმებული საჰაერო მიმოსვლა - სტიქია ირლანდიაში

ირლანდიაშიც ქარიშხალ "ოფელიას" მსხვერპლი მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი იმ დროს დაიღუპა, როდესაც მის მანქანას წაქცეული ხე დაეცა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევს. 120 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხლის გამო დუბლინის აეროპორტში 130-მდე რეისი გაუქმდა, შეწყდა სასწავლო პროცესიც.

საფრთხის დონე გაზარდეს უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. უამინდობის გამო ბელფასტში შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ვიზიტი გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები