16 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთთან ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთთან ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. მხარეები სავარაუდოდ, შიდა მოლაპარაკებებს უკვე დეკემბერში დაიწყებენ. ტერეზა მეის განცხადებით, მას ამბიციური გეგმები აქვს და პოზიტიურ შედეგსაც ელის.

ევროკავშირიც და ბრიტანეთის ხელისუფლებაც უკვე რამდენიმე თვეა, ბრექსიტის პირობებზე ვერ თანხმდებიან. დღევანდელი გადაწყვეტილება კი, საბოლოო გარიგების გასაფორმებლად პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გეგმის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს.


 

ფოტო: BBC

დღის ამბები