20 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ" - ანა ნაცვლიშვილი

52 საჩივარი და 105 შენიშვნა 35 ოლქში - ასეთია „საია"-ს მონაცემები ამ დროისთვის“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. საგანგებო ბრიფინგი მედია ცენტრში გაიმართა. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამომრჩევლებს აღირცხავენ. მისი შეფასებით, ადამიანის თავისუფალი ნების კონტროლი დაუშვებელია.  

მისი განცხადებით, თბილიში საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელს "ქართული ოცნების" წარმომადეგენელმა ღიად განუცხადა, რომ ინფორმაციის შეგროვებას ამომრჩევლის კონტროლისთვის აკეთებდა. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ცესკო-მ ამ ტენდენციის გაგრძელებას ხელი შეუწყო. 

„უდიდესი ნაწილი პროცედურული დარღვევებია, თუმცა ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, რაც განსაკუთრებით თბილისში დაფიქსირდა, როდესაც ადგილი აქვს ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლს, ამას ახორციელებენ ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისინი აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს და იმ პირების იდენტიფიკაციას აკეთებენ, ვისაც ჯერ ხმა არ მიუცია,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები