25 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი 54%, "ენმ-ის“ კანდიდატი - 24% - ეგზიტპოლები

"ედისონ რისერჩის" 18:00 საათისთვის არსებული ეგზიტპლების მონაცემები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცნობილია. პირველ ადგილზეა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 54%-ით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 24% მიიღო.

ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით. "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ - 7% დააგროვა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიტმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%.

მონაცემები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. გავლენიანი ორგანიზაცია ახალ მონაცემებს, დაახლოებით, საღამოს 9-დან 10 საათამდე მიიღებს. 

 

დღის ამბები