25 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა იმართება

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა იმართება. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ, ბრიტანეთის მხრიდან კი, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დანკანი.

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანს, ბორის ჯონსონსაც შეხვდება, ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან.

„ეს არის ახალი ოთხი მიმართულება. პოლიტიკური დიალოგი, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ცალკე ბლოკი ეძღვნება ეკონომიკას, ვაჭრობას და ინვესტიციებს. განსაკუთრებული მასშტაბური კომპონენტია ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარება,“ - განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა.

დღის ამბები