თბილისში, სამგორის რაიონში ერთდროულად 2 ადგილას სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ. შინდისელი გმირების ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორი პირი დააკავეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. მათი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორივე ბრალდებული რამდენიმე საათის განმავლობაში შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ამ დროისთვის ორივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.