20 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში - არიან დაღუპულები

იაპონიაში ძლიერი ტაიფუნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. სტიქია სახელწოდებით "ლანი" კუნძულ ჰონსიუს დაატყდა თავს, ყველაზე მეტად კი ტოკიოდან 175 კილომეტრით დაშორებული სიძუოკას რაიონი დააზარალა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაიდო 800-მდე ავიარეისი. შეფერხებულია სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლაც.

ძლიერი შტორმის გამო იაპონიის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა რუსულმა სატვირთო გემმაც. ეკიპაჟის 18-მა წევრმა ნაპირამდე მიღწევა საკუთარი ძალებით შეძლო, ერთი ადამიანი კი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

დღის ამბები