29 ნოემბერი 2021,   03:31
ვრცლად
კუნძულ ჰონსიუს სტიქია სახელწოდებით "ლანი" დაატყდა თავს

იაპონიაში ძლიერი ტაიფუნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. კუნძულ ჰონსიუს სტიქია სახელწოდებით "ლანი" დაატყდა თავს, ყველაზე მეტად კი ტოკიოდან 175 კილომეტრით დაშორებული სიძუოკას რაიონი დააზარალა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაიდო 800-მდე ავიარეისი. სტიქიის გამო შეფერხებულია სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლაც.

ძლიერი შტორმის გამო იაპონიის სანაპიროსთან რუსულმა სატვირთო გემიც დაზიანდა. ეკიპაჟის 18-მა წევრმა ნაპირამდე მიღწევა საკუთარი ძალებით შეძლო, ერთი ადამიანი კი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

დღის ამბები