23 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
პატიმრის ოჯახი ახლობლის დაკავებას ტოტალიზატორში მოგებულ 94000 ლარს უკავშირებს

ბათუმში, ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული რაულ შარაძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თვლიან, რომ შარაძე უკანონო პატიმარია.

მის დაკავებას კი ოჯახის წევრები უკავშირებენ 94 000 ლარს, რომელიც რაულ შარაძემ 3 დღით ადრე სარფში მდებარე კაზინოში მოიგო. შარაძეს ეს თანხა კაზინოს მეპატრონეებმა არ გადაუხადეს. ოჯახი მიიჩნევს, რომ შარაძის დაკავება კაზინოს მფლობელებისა და სამართალდამცველების გარიგების შედეგია.

რაულ შარაძეს აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, ის საპატიმროში შიმშილობს. 

დღის ამბები