20 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
პატრულის მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება - თვითმხილველები მომხდარს იხსენებენ

„პატრულის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა,“ - ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას ნუცუბიძის პლატოზე, მე-4 მიკრორაიონში საპატრულო პოლიციის ოპერაციის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების თვითმხილველმა განაცხადა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაკავების დროს ახალგაზრდა სამართლამდაცველებს ეუბნებოდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა პოლიციამ ოპერაცია არ შეწყვიტა.
მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

"როდესაც ბორკილს ადებდნენ, ჩაიჩოქა, ერთი კი უთხრა, რომ თავი დამანებეთ, ცუდად ვარო. ბიჭებიც ეხვეწებოდნენ, ცუდად არის, მაგას რას ერჩითო. ჩვენ რომ ვეუბნებოდით, სასწრაფო გამოიძახეთო და რომ არ გამოიძახეს, ჩვენ გამოვიძახეთ. სასწრაფო მალევე მოვიდა, რომ მოვიდა ის უკვე გარდაცვლილი იყო. პრინციპში, პატრულს ჩააკვდა ხელებში,“- განაცხადა თვითმხილველმა, ქეთინო თოდრიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის რამდენჯერმე გააფრთხილეს. დაუმორჩილებლობის შემდეგ კი მისი დაკავება გადაწყვიტეს, რა დროსაც, როგორც სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ნუცუბიძის ფერდობზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები ამ დრომდე არიან მობილიზებული. 

საქმეს იძიებს ქალაქის პროკურატირა 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

 

დაკითხვაზე იმყოფებიან პატრულის თანამშრომლები და თვითმხილველები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები