24 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.59 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.59 ლარს აღწევს. ამ მონაცემებს „საქართველოს ბანკი“ აქვეყნებს. იგივე მაჩვენებელი აქვს TBC ბანკსაც.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, 27 ოქტომბრისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5496 ლარია.

გარდა ამისა, ლარმა გუშინდელი რეკორდი მოხსნა ევროსთან მიმართებაში და დღეს კიდევ გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით ერთი ევროს ღირებულება 3.0111 ლარია.

დღის ამბები