19 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
კატალონიამ დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა

კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

ესპანეთისგან გამოყოფას მხარი 70-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციის 10-მა წევრმა კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. დამოუკიდებლობის მომხრეები სხდომათა დარბაზშიც და პარლამენტის შენობასთანაც დარბაზშიც, ხალხთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კენჭისყრა გაიმართა ესპანეთის პარლამენტშიც. საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას დაუჭირა მხარი, რაც კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას ითვალისწინებს.

შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს. 

დღის ამბები