25 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
კატალონიელები დამოუკიდებლობას ზეიმობენ, რასაც ესპანეთის კონსტიტუცია არ ცნობს

კატალონიელები დამოუკიდებლობას ზეიმობენ. რეგიონის პარლამენტმა რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ მხარი დაუჭირეს ესპანეთისგან გამოყოფას. თუმცა კენჭისყრამ 135 კაციან საკანონდებლო ორგანოში ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე დარბაზი ოპოზიციამ დატოვა და ცარიელ სკამებზე დროშები დატოვა.

რეგიონის პარლამენტში გამართული კენჭისყრიდან 40 წუთში, ესპანეთის სენატმა მთავრობას რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესების მანდატი მისცა. ესპანეთის პარლამენტის ზედა პალატამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, თუმცა ამ ნაბიჯს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. სენატის 47-მა წევრმა უმრავლესობის პოზიცია არ გაიზიარა.

მარიანო რახოიმ სენატის კენჭისყრის შედეგები მინისტრთა კაბინეტის წევრებს საგანგებო სხდომაზე გააცნო. ამავე თათბირზე განიხილეს ცენტრალური ხელისუფლების შემდგომი ზომები. კატალონიის პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უჩერდებათ. ისინი პოსტებსაც დატოვებენ.

კატალონიის დამოუკიდებლობას არ ცნობს ესპანეთის კონსტიტუცია და სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლო მას არალეგალურ გადაწყვეტილებად გამოაცხადებს. ოფიციალურ მადრიდს მხარს უჭერს საერთაშორისო გაერთიანებაც. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კატალონია ორგანიზაციის წევრი არასდროს გახდება.

დღის ამბები