25 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
მადრიდში ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

მადრიდში ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.

ესპანეთის ერთიანობისა და ცენტრალური ხელისუფლების ქმედებების მხარდაჭერის ნიშნად, დემონსტრანტებს ხელში სახელმწიფო დროშები უჭირავთ.

სახელმწიფო დროშებია გადმოფენილი შენობების აივნებიდანაც.

აქცია მადრიდში კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შემდეგ დაიგეგმა.

დღის ამბები