24 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიის უკვე ყოფილ პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიის უკვე ყოფილ პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს. განცხადება მინისტრთა კაბინეტის სპიკერმა გააკეთა.

მენდეს დე ვიგოს განცხადებით, კარლეს პუჩდემონს პოლიტიკური კარიერის გაგრძელება ისევ შეუძლია. მისივე თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ ის თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა რიგგარეშე არჩევნები რეგიონში უკვე დანიშნულია 21 დეკემბრისთვის, პუჩდემონისთვის კი ამ პროცესში მონაწილეობა არავის აუკრძალავს. ოფიციალურ მადრიდში აცხადებენ, რომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება დემოკრატიული წინააღმდეგობის დაწყების შესახებ უადგილოა.

"თუ პუჩდემონი ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას კანონზე მაღლა დადგეს და შესაბამისი ზომებით იმოქმედებს,"-განაცხადა მთავრობის სპიკერმა. 

დღის ამბები