19 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
„ბლუმბერგის" შეფასებით ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა

საერთაშორისო მედია ჰოლდინგის, „ბლუმბერგის" შეფასებით ბიძინა ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 6-ს მილიარდსაც კი ვერ აღწევს. მაშინ როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებად 6, 7 და, ზოგჯერ, 8 მილიარდი დოლარიც სახელდებოდა.

P.S. დაინტერესდა  რა მეთოდოლოგიით ითვლის  „ბლუმბერგი.“ აღმოჩნდა, რომ გამოცემის ანალიტიკოსები დაახლოებით 1 მლრდ. დოლარად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ნახატების კოლექციას, დანარჩენ ქონებას კი მის მიერ დადებული გარიგებების და საჯარო კომპანიებში, მაგალითად, „გუგლში“, „ეიფლში“ და „გოლდმან საქსში“ შეძენილი აქციების ფასის მიხედვით ადგენენ. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ ანალიტიკოსების კალკულაციაში საერთოდ ვერ მოხვდა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სადაზღვევო პოლისები. არადა თავის დროზე გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელმა ოფშორებში 2 ასეთი პოლისი იპოვა, რომელთა ჯამური ღირებულება არც მეტი არც ნაკლები, 750 მლნ. დოლარი იყო.

თუ ოფშორულ სადაზღვევო პოლისებს და პანორამა თბილისის ბიუჯეტს "ბლუმბერგის" გათვლებს დავუმატებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონებაც 7 მილიარდ დოლარამდე ადის. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები