25 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
მოპარული 40 000 დოლარის ღირებულების ოქრო - ახალქალაქის ახლადარჩეულ მერს მძარცველებთან შესაძლო გარიგებაში ადანაშაულებენ

ყოფილ პროკურორს და ახლა უკვე ახალქალაქის ახლადარჩეულ მერს მძარცველებთან შესაძლო გარიგებაში ადანაშაულებენ - ეს არის საეჭვო ისტორია, რომელშიც დაზარალებული და მსჯავრდებული ერთ პოზიციაზე არიან.

წლების წინ ახალქალაქში მომხდარი ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს - მათ 40 ათას დოლარად შეფასებული ძვირფასეულობის მოპარვა ედებოდათ ბრალად, თუმცა ორი მათგანი საპროცესო შეთანხმებით მალევე გაათავისუფლეს, ციხეში კი მხოლოდ ერთი მათგანი მოხვდა.

გაქურდული ოჯახი ამბობს, რომ მათ საპროცესო დოკუმენტაციაზე ხელი არ მოუწერიათ და საბუთები პროკურორებმა გააყალბეს.

ერთადერთი მსჯავრდებულიც ამბობს, რომ მას პროკურორებმა აიძულეს დანაშაული ეღიარებინა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ქურდობის მომენტში უკვე ციხეში იჯდა და დანაშაულში მონაწილეობას ვერანაირად ვერ მიიღებდა.

ნაქურდალი სამკაულების პოვნა ვერ მოხერხდა.

ოჯახს და მსჯავრდებულს კი ერთნაირი ეჭვი უჩნდებათ, რომ პროკურორები ნამდვილ დამნაშავეებს გაურიგდნენ და შესაძლოა, სწორედ მოპარული ძვირფასეულობიდან სოლიდური სარგებელიც ნახეს. საუბარია 40 000 დოლარის ღირებულების ოქროზე, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს. 

დაზარალებული ოჯახი ყვება, რომ მაშინ როდესაც ქურდობა მოხდა და ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო ქალაქის მთავარი პროკურორი, ახალქალაქის ახლადარჩეული მერი, იურიკ უნანიანი იყო და მისი მფარველობის გარეშე გადაწყვეტილებას თანხის მითვისების თაობაზე საქმის გამომძიებელი პროკურორები ვერ მიიღებდნენ. 

დღის ამბები