24 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
ტრამპის შტაბის ყოფილი უფროსი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორი FBI-ის ჩაბარდნენ

დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირის სკანდალში, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მალერი იძიებს, პირველი ბრალდებულის ვინაობა ცნობილია.

ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტია. მანაფორტთან ერთად, ბრალი მის ყოფილ ბიზნეს პარტნიორსა და ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრს რიკ გეიტსაც წაუყენეს.

ბრალდება 12  პუნქტს მოიცავს, მათ შორის შეთქმულებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ფულის გათეთრებას.

ორივე ბრალდებული გამოძიების ფედერალურ ბიუროს უკვე ჩაბარდა. პოლ მანაფორტი უწყების ვაშინგტონის ოფისში ადვოკატთან ერთად მივიდა. 

დღის ამბები