20 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
კატალონიის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ესპანეთის გენერალური პროკურორო კატალონიის ლიდერებისთვის ამბოხების მოწყობის ბრალის წაყენებას მოითხოვს. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად ეს მოთხოვნა მოსამართლემ უნდა განიხილოს. ამბოხების მოწყობის გარდა, გენერალური პროკურატურა ითხოვს, რომ კარლეს პუჩდემონს და რეგიონის მთავრობის წევრებს ბრალი წაუყენონ უკანონო რეფერენდუმის ჩატარების დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშიც. ბრალდება 30-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, რამდენიმე გადაყენებულ მინისტრთან ერთად, ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება. 

 

დღის ამბები