18 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
რას გადაწყვეტს ვაშინგტონის სასამართლო - ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის ბრალი წაუყენეს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებისთვის ბრალი წაუყენეს. 12 პუნქტისგან შემდგარ ოქმში სხვადასხვა ბრალდებასთან ერთად ფულის გათეთრებაზეც არის საუბარი.

პოლ მანაფორტის გარდა საქმის პირველი ბრალდებული მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი რიკ გეიტსიც გახდა. ორივე მათგანი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჩაბარდა.

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონის ფედერალური სასამართლო. 

მანაფოტრის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენას დონალდ ტრამპი Twitter-ზე გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს წლების წინანდელ საქმიანობას ეხება, ვიდრე პოლ მანაფორტი საარჩევნო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში. 

 

დღის ამბები