19 აპრილი 2024,   02:29
ვრცლად
„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელის გიორგი სოზაშვილის სახლში ჩხრეკა დასრულებლია

სალვუს დეველოპმენტის“  მფლობელის გიორგი სოზაშვილის სახლში ჩხრეკა დასრულებულია. სამართალდამცავები მის სახლში, ისევე როგორც ოფისში იარაღს ეძებდნენ. ადვოკატის განცხადებით სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ვერაფერი ვერ იპოვეს. გიორგი სოზაშვილი კი განყოფილებაში მოწმის სტატუსით არის გადაყვანილი. 

გიორგი სოზაშვილის მეუღლის ინფორმაციით მას იარაღი არ აქვს და არც მისი ტარების უფლებას ფლობს.

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში სამართალდამცავები დღის მეორე ნახევრში შევიდნენ.   

საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის კლიენტებსა და დირექტორს შორის დაპირისპირება მოხდა.

დღეს დილით ათზე მეტი მოქალაქე "სალვუსის" ოფიში მივიდა რათა გაერკვია, რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ- ერთი მოქალაქის მტკიცებით მას "სალვუს დეველოპმენტის" დამფუძნებელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა. 

დღის ამბები