23 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი დააკავეს

უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი დააკავეს. ალექსანდრე ავაკოვი ე.წ. "ზურგჩანთების საქმეზე" ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა ჩხრეკის ჩატარების შემდეგ აიყვანეს.

მინისტრის შვილთან ერთად დაპატიმრებულია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ავაკოვის მოადგილეც.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ალექსანდრე ავაკოვი სასამართლოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ილია კივას, განცხადებით, გარკვეულ პირებს სურთ არსენ ავაკოვზე ზეწოლა მოახდინონ.

2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებისთვის ჩანთები შეიძინა. გამოძიება ეჭვობს, რომ მაშინ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. 

დღის ამბები