25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
Gimme Love - გერმანიაში ჰიტად ქცეული ქართველი მუსიკოსის სიმღერა

Gimme Love - ასე ეწოდება გერმანიაში უკვე ჰიტად ქცეულ სიმღერას. ტექსტის ავტორი და ვოკალისტი ქართველი მუსიკოსი, მაია ყამბეგაშვილია.

მაია ყამბეგაშვილი, მეწყვილესთან - Dan Bay-თან ერთად, პირველ ალბომზე მუშაობს, რომელსაც მათი წარმატებული სიმღერის სახელი - Gimme Love დაერქმევა.

ფრანკფურტში, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაფუძნებული ბენდი სახელწოდებით Dan Bay & Maya უკვე არაერთი ელექტრონული ფესტივალის მონაწილე იყო. სპონტანურად შექმნილი ბენდი უკვე 10 მუსიკალური ნაწარმოების ავტორია.

მაია ყამბეგაშვილი გერმანიაში ერთ კვირაში გაემგზავრება, მანამდე ქართველ მუსიკოსებთან ერთად საკუთარ სიმღერას ამუშავებს.

Dan Bay & Maya-ს პირველი ერთობლივი ალბომი მსმენელისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე თვეში იქნება. 

დღის ამბები