თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა. უბედური შემთხვევა შავ ზღვაში სტამბოლის მახლობლად მოხდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ არ ვრცელდება.
ცნობილია, რომ ხომალდი შიდა გადაზიდვას ასრულებდა და ტვირთი ბურსადან ზონგულდაკის პროვინციაში გადაჰქონდა.
დაკარგულ მეზღვაურებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში ავიაცია და მყვინთავები ჩაერთნენ.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.