23 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ყოფილი ლიდერებისთვის პატიმრობის მისჯას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ყოფილი ლიდერებისთვის პატიმრობის მისჯას ითხოვს. საუბარია 9-დან 8 ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომლებიც დღეს მადრიდში, უზენაეს სასამართლოში დაკითხეს. მეცხრე პოლიტიკოსის, კატალონიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის კი, პროკურატურა 50 ათასი ევროს ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ავტონომიური რეგიონის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა და კიდევ 4-მა ყოფილმა მინისტრმა სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვეს.

პუჩდემონი ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. დღესვე სასამართლოს წინაშე წარდგა კატალონიის პარლამენტის 5 დეპუტატი, თუმცა მოსმენა 9 ნოემბრამდე გადაიდო.


დღის ამბები