25 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ბრალდებას ამზადებს

"დემოკრატიული პარტიის" კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმისთვის, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო, რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ბრალდებას ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სპეცსამსახურებს მტკიცებულებები 6 პირის წინააღმდეგ აქვთ მოგროვებული და შესაძლოა, მათ ბრალი 2018 წელს წარუდგინონ.

საარჩევნო კამპანიის დროს "დემოკრატიული პარტიის" კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის შემდეგ ინტ​ერნეტ პორტალმა "ვიკილიქსმა" ათასობით ელექტრონული წერილი და დოკუმენტი გაასაჯაროვა.

დღის ამბები