25 ოქტომბერი 2021,   21:50
ვრცლად
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის გადაყენებული მთავრობის რვა მინისტრს პატიმრობა შეუფარდა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დღეს დაკითხული 9 ყოფილი მინისტრიდან, მოსამართლემ 8-ს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოში არ გამოცხადნენ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი და მინისტრთა კაბინეტის კიდევ ოთხი ყოფილი წევრი.

მათ დასაკავებლად პროკურატურამ საერთაშორისო ორდერის გაცემა მოითხოვა. კარლეს პუჩდემონი ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ყოფილი მინისტრების გარდა, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგნენ კატალონიის პარლამენტის დეპუტატებიც, თუმცა, მოსმენა 9 ნოემბრამდე გადაიდო.

დღის ამბები