25 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

გვიან ღამით თბილისის შემოსასვლელში სპეცოპერაცია ჩატარდა. კრიმინალურმა პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელსაც მანქანით იარაღი გადაჰქონდა. ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა გადაჭრილი თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები და დანა ამოიღეს.

აღმაშენებლის ხეივანში გვიანობამდე მუშაობდენ ექსპერტ-კრიმინალისტები. დაკავებული მამაკაცი სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

რა მუხლით მიმდინარეობს ძიება საქმეზე, ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაკეთებულა.

დღის ამბები