25 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალ კალედონიასთან კონსენსუსს მიაღწია

საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალ კალედონიასთან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე კონსენსუსს მიაღწია. საუბარია წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ სახელმწიფოზე, რომელიც 1853 წელს საფრანგეთის კოლონია გახდა და დღემდე ოფიციალური პარიზის მმართველობის დაქვემდებარებაშია.

თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე მოლაპარაკებები ათწლეულებია მიმდინარეობს. პლებისციტი ჯერ კიდევ 1998 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოფიციალურმა პარიზმა ის გადადო.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, რეფერენდუმი 2018 წლის ნოემბრამდე ჩატარდება.

დღის ამბები