23 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
ლონდონში საშობაო სეზონი გაიხსნა

ლონდონში საშობაო სეზონი გაიხსნა. ტრადიციის თანახმად, სადღესასწაულო დეკორაციები პირველმა ჰეროდსის ცენტრმა გაანათა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ წელს საშობაო ინსტალაციების მოწყობა იტალიურ სტილში გადაწყვიტა და დიზაინის შექმნა Dolce & Gabbana-ს ანდო.

იტალიელმა დიზაინერებმა საშობაო ინსტალაციებთან ერთად, ჰეროდსის ცენტრში სილამაზის სალონის, ღამის კლუბის და ბრენდის მოდის-სახლის იმიტაციები შექმნეს. საშობაო სეზონის გახსნის ცერემონიას Dolce & Gabbana პირადად დაესწრნენ და საზეიმო განათებებიც ჩართეს. Dolce & Gabbana-ს ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 28 დეკემბრამდე შეეძლება.

დღის ამბები