17 ოქტომბერი 2021,   14:43
ვრცლად
კატალონიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა მადრიდის საპატიმრო დატოვა

კატალონიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა მადრიდის საპატიმრო დატოვა. სანტი ვილას ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დანარჩენი 8 მაღალჩინოსნისგან განსხვავებით 50 ათასი ევროს გირაო შეუფარდა, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს მას პოსტი უკვე აღარ ეკავა. სანტი ვილამ თანამდებობა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

რეგიონის მთავრობის დანარჩენი 8 წევრი კი კვლავ საპატიმროში რჩება. მათ ბრალად ედებათ ამბოხების მოწყობასა და სეპარატიზმში. ანალოგიური ბრალდებები ემუქრება რეგიონის პარლამენტის სპიკერს, რომლის პროცესიც 9 ნოემბერს გაიმართება. ის დღეს დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ემოციური დახვედრა მოუწყეს. პარალელურად ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ლიდერზე ევროპის მასშტაბით დაკავების ორდერის გაცემას გეგმავს. კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში რჩება.

დღის ამბები