17 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
ლარის გაუფასურება, პენსიის ზრდის გაუთვალისწინებლობა - ოპოზიციის მთავარი კითხვები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე

საქართველოს პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს უსმენდნენ. მინისტრმა დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გააცნო.

დეპუტატებს მინისტრთან კითხვები ეროვნული ვალუტის ვარდნასთან დაკავშირებით ჰქონდათ და ოპოზიციის დეპუტატებმა მინისტრს შეახსენებს, რომ დოლარიზაციას მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს სპეციალური ლარიზაციის პროგრამა დაუპირისპირა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის ვარდნას ქვეყანაში მაღალ დოლარიზაციას უკავშირებს.

ლარის კურსის გარდა დღეს სესიის დარბაზში აქტუალური იყო პენსიის საკითხიც. ოპოზიცია დაინტერესდა, პრემიებისა და დანამატების ფონზე, რატომ არ ზრდის მთავრობა 2018 წელს საპენსიო თანხას.

2018 წლის ბიუჯეტით 12 მილიარდ 403 მილიონია, ყველაზე დიდ დაფინანსებას ისევ ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროები მიღებენ. ბიუჯეტი 4,5 პროცენტიან ზრდაზეა გათვლილი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღევანდელი განხილვის შემდეგ მთავრობას ცვლილებებისთვის დაუბრუნდება. საკანონდებლო ორგანო მომავალი წლის მთავარი ფინანასური დოკუმენტის მიღებაზე კი უკვე მომავალ თვეს იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები