25 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში - ხელისუფლება ამ ფაქტს აბსურდულს უწოდებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ახალგორელები საოკუპაციო ხაზს, ჯერჯერობით სპეციალური საშვებით კვეთენ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ სოფლებში პროდუქტების შეტანის დროს ხალხს მათი განბაჟება და დამატებითი მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ თუმცა, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვები, უცნობია.  

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა „კურიერს“ განუცხადა, რომ პროდუქციაზე, რომელიც ახალგორში შედის ბაჟის დაწესება, პირველ რიგში, პრობლემას ცხინვალის რეჟიმს შეუქმნის, რადგან რეგიონში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება.

ოფიციალურ თბილისს ე.წ. საბაჟოს ამოქმედება აბსურდულად მიაჩნია ოფიციალურ თბილისს და დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოებას უხმობს.

საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალს თანხებს აძლევს იმისთვის, რომ ე.წ. საზღვარზე თავისი ძალოვნების რაოდენობა და შეიარაღება გაზარდოს.

დღის ამბები